ჩვენ შესახებ
პროექტი GAIA — ქართულ-ავსტრალიური კვლევა არქეოლოგიაში საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მელბურნის უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს, რომელიც ცნობილი ავსტრალიელი არქეოლოგის ანტონიო საგონას ინიციატივით 2008 წელს შეიქმნა.


Our Mission
2008 წლიდან ქართულ-ავსტრალიურმა ერთობლივმა ექსპედიციამ საქართველოში შეისწავლა ისეთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლები, როგორიცაა ანტიკური ხანის სამთავროს სამაროვანი მცხეთაში და ადრებრინჯაოს ხანის ჭობარეთის ნამოსახლარი ასპინძის მუნიციპალიტეტში.
2016 წლიდან GAIA არქეოლოგიურ კვლევებს ატარებს რაბათის ნამოსახლარზე. მისი შესწავლა მულტიდისციპლინური ხასიათისაა, სადაც ქართველი და ავსტრალიელი მკვლევრებისა და სტუდენტების გარდა მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა დარგის დიდი ბრიტანელი, ფრანგი და იტალიელი სპეციალისტები.
GAIA პროექტის მიზანია საქართველოს უძველესი წარსულის კვლევა თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით და მისი პოპულარიზაცია საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში და ფართო საზოგადოებაში.
Leadership Team
Meet Excavation Members


ცხოვრება არქეოლოგიურ ექსპედიციაში

რაბათის არქეოლოგიური ექსპედიცია, სადაც ყოველ წელს თავს იყრის სხვადასხვა ქვეყნის ათობით სპეციალისტი, სტუდენტი და სტუმარი, წარმოადგენს მნიშვნელოვან სივრცეს პროფესიული გამოცდილების გასაზიარებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რომლებიც ექსპედიციაში ეცნობიან არქეოლოგიური კვლევის სიახლეებს და ამყარებენ ახალ პროფესიულ კონტაქტებს.

ექსპედიციაში ყოფნა საკმაოდ შრომატევადია. ყოველი დღე, რომელიც დილის 6 საათზე იწყება, დეტალურად არის გაწერილი. თითოეულ მონაწილეს თავისი მოვალეობა გააჩნია. ექსპდიციის ერთი ნაწილი ველზე კონკრეტულ თხრილში მუშაობს, ხოლო მეორე ნაწილი ბაზაზე რჩება და მოპოვებულ მასალას ამუშავებს.
საღამოობით ექსპედიციის წევრები და სტუმრები სხვადასხვა სამეცნიერო თემაზე მართავენ მოხსენებებს.



Title here
მუშაობის გარდა, ექსპედიციაში მნიშვნელოვანია დასვენება და სოციალიზაციაც. ყოველ კვირა ეწყობა ექსკურსიები მესხეთის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის დასათვალიერებლად, რაც ექსპედიციის წევრებს საშუალებას აძლევს უკეთ გაიცნონ მესხეტის კულტურული მემკვიდრეობა.
სეზონის დასრულება კი ყოველთვის აღინიშნება ტრადიციული მესხური სუფრით, რომელსაც სოფელ ჭობარეთში ალუდა ჯვარიძე მასპინძლობს.








