
არტეფაქტების 3D სკანირება

რაბათის ნამოსახლარზე აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის 3D სკანირება უზრუნველყოფს მათი ზუსტი ციფრული მოდელების შექმნას დაზიანების გარეშე, რაც საშუალებას იძლევა დეტალურად იქნა შესწავლილი ჭურჭლის ფორმა, ორნამენტაცია და დამზადების ტექნიკა. ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია მონაცემების ხანგრძლივი შენახვა, მათი გაზიარება საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და გამოყენება როგორც კვლევით, ისე საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის მიზნებისთვის.

